09:35 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-11 14:12:44, 456 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 66 „შაჰიდიდან“ 29 ჩამოვაგდეთ

რუსეთმა უკრაინას 2 რაკეტით და 66 დრონით შეუტია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები Telegram-ზე ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, 29 დრონი ჩამოაგდეს, 31 დრონი ლოკალურად დაიკარგა, ხოლო 4 დრონი კვლავ უკრაინის საჰაერო სივრცეშია.  

"ისკანდერ-М"-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა რუსეთმა უკრაინას ანექსირებული ყირიმიდან ესროლა, ხოლო მართვადი საავიაციო რაკეტა  Х-31-მა კი შავი ზღვის აკვატორიის საჰაერო სივრციდან შეუტია. 

დრონები კურსკის რეგიონიდან იქნა გაშვებული.

საჰაერო შეტევა ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონული ომის დანაყოფებმა და უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა მოიგერიეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics