18:46 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 11:21:57, 1254 ნახვა

რეგიონი
ქედის მერია - დანდალოს ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

დანდალოს ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსმა გენადი ანანიძემ, დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ანზორ გოგიაშვილმა და მაჟორიტარმა ოთარ ხარაძემ ადგილზე მოინახულა.

"დანდალოს ადმინისტრაციული შენობის, რომელშიც განთავსებულია საკონცერტო სცენა, ამბულატორია, ბაგა-ბაღი და ადმინისტრაციული ოფისი სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,კაიზერი" აწარმოებს. პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა წყალ-კანალიზაციის სისტემა, ელექტრო სისტემა, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემები, კეთილმოეწყობა შიდა ინტერიერი და გარე ფასადი. შენობა მთლიანად რეაბილიტირებული იქნება თანამედროვე ტიპის სტანდარტებით და ადაპტირებული შშმ პირებისათვის.

დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეეძლება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ერთ სივრცეში ისარგებლოს სხვადასხვა სერვისით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics