16:06 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-17 16:56:14, 697 ნახვა

კომენტარი
შარლ მიშელი - ევროკავშირი მზადაა, უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაში

„ვხედავთ ოთხ საკითხს, რომელთა მოგვარებაც საჭიროა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება მნიშნელოვანია.

„ვხედავთ ოთხ საკითხს, რომელთა მოგვარებაც საჭიროა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა ამ რეგიონში სტაბილურობა და კეთილდღეობა დამყარდეს.

პირველი არის ზომიერი რიტორიკა და აგრესიული რიტორიკის თავიდან აცილება. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ევროკავშირის სხვა პარტნიორებთან ერთად განგვეხილა ტყვეების საკითხი, ასევე დანაღმული ველების რუკების საკითხი.

ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებელი იქნება ამ საკითხზე წინსვლა პასუხისმგებლობითა და პოზიტიურად. მეორე პუნქტი არის საზღვრების დელიმიტაცია.

ვიმედოვნებთ, რომ ესეც შესაძლებელი იქნება და შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების, დიალოგის პროცესის დაწყება. მიგვაჩნია, რომ საჭიროა, ორივე მხარის შეიარაღებული ძალების გაყვანა სადავო ტერიტორიებიდან, რათა დისკუსიები დაწყება შესაძლებელი გახდეს.

მესამე საკითხი: შესაძლებელი გახდეს ტრანსპორტის სფეროში შესაძლო თანამშრომლობის საკითხის განხილვა.

მეოთხე საკითხი არის სამშვიდობო მოლაპარაკებები და სტატუსის საკითხი.

მე ასევე ძალიან ფრთხილად ვუყურებ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხს, რომლის მოგვარებაც შესაძლებელი იქნება ისეთი ორგანიზაციების დახმარებით, როგორიცაა იუნესკო,“ - განაცხადა შარლ მიშელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics