2021-05-30 19:16:55, 594 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძე - ამნისტიის დოკუმენტის არც ერთი ვარიანტი ჩემთვის მისაღები არ არის
„ამნისტიის დოკუმენტის არც ერთი ვარიანტი ჩემთვის მისაღები არ არის“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ამნისტიი კანონის გამო არ მოაწერს ხელს.
„რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, პოლიტსაბჭომ იმსჯელა, არაერთხელ დამიფიქსირებია, რომ ამ დოკუმენტში არის ერთი ძალიან მიუღებელი საკითხი, ეს არის ამნისტია, რომელიც თვითონ ნიკა მელიასთვის იყო მიუღებელი და მან ეს სასამართლო სხდომაზე არაერთხელ დააფიქსირა.
მე თუ მკითხავთ, ამნისტიის დოკუმენტის არც ერთი ვარიანტი ჩემთვის მისაღები არ არის.
ამიტომ, ჩვენ ვიმსჯელეთ და მივედით ამ გადაწყვეტილებამდე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,