11:15 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-26 01:30:08, 994 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: სამხედროებისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდების მიზნით, შპს „დელტა ტექსტილი“ დაფუძნდა

„ჩვენ შპს „დელტა ტექსტილი“ ხარჯების, ეკონომიისა და სამხედროებისათვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდების მიზნით დავაფუძნეთ“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, შპს „დელტა ტექსტილი“ თანამედროვე სამკერვალო დანადგარებით უზრუნველყოფს ქართული ჯარისთვის ყველა სახის სანივთე ქონების წარმოებას.

სამკერვალო ფაბრიკაში, რომელიც თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით არის აღჭურვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვან უწყებებში მომსახურე პირებისთვის მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები შეიკერება.

აქვე მოხდება საბრძოლო ეკიპირების, ინდივიდუალური დაცვისა და განტვირთვის სისტემების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, სანივთე ტომრების და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება.

აღნიშნული პროექტი უწყებას საშუალებას მისცემს, ხარჯების ეკონომიით მიიღოს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ჯარისკაცებისთვის, ასევე, გააძლიეროს ქართული ეკონომიკა და შექმნას სამუშაო ადგილები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics