11:34 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 17:41:05, 632 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: 2021 წელს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობით იგეგმება „ჯაველინის“ დამატებითი პარტიის შეძენა

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მომდევნო წელს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერებას.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა.

„მოგეხსენებათ, რომ გასულ წლებში თავდაცვის ძალებმა მიიღო „ჯაველინის“ ერთი პარტია. 2021 წელს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობით იგეგმება დამატებითი პარტიის შეძენა. ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების გაზრდის მიზნით, დაგეგმილია ახლო რადიუსის თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, გაგრძელდება საარტილერიო კომპონენტის განვითარება და იგეგმება საარტილერიო ქვედანაყოფების თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემებით აღჭურვა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 2021 წელს დასრულდება ჯარის აღჭურვა ნატოს სტანდარტების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჰიბრიდული ხასიათის გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ყურადღება გამახვილდება ისეთ კომპონენტებზე, როგორიცაა დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი საშუალებების გაძლიერება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics