00:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-01 04:22:57, 992 ნახვა

კობახიძე - „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო აბსოლუტურად ყველა ქალაქი და ყველა რაიონი

„ქართულმა ოცნებამ მოიგო აბსოლუტურად ყველა ქალაქი და ყველა რაიონი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 15 მაჟორიტარულ ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვა.

„ქართულმა ოცნებამ მოიგო აბსოლუტურად ყველა ქალაქი და ყველა რაიონი. ეს არის მყარი მონაცემები, რომლებიც არის წინასწარი, მაგრამ უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქალაქი და რიონი აქვს მოგებული ქართულ ოცნებას, რისთვისაც ამომრჩეველს მადლობას ვუხდით.

ასევე ვიტყვით, რომ ნახევარზე მეტ შემთხვევაში 15 მაჟორიტარული ოლქიდან პირველ ტურში ვიგებთ არჩევნებს. თუმცა, მინიმუმ 12 ოლქში შედგება მეორე ტური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა ცენტრალურმა საარჩევნო კომისამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics