23:47 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 13:07:03, 756 ნახვა

ზაალ უდუმაშვილი - „ქართული ოცნება“ გარდაუვალი მარცხის შიშის გამო თავის ზონდერ ჯგუფებს ააქტიურებს

„ქართული ოცნება“  გარდაუვალ მარცხის შიშის გამო თავის ზონდერ ჯგუფებს ააქტიურებს“,- ამის შესახებ „ენმ-ძალა ერთობაშია-ს“ ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე მოუწოდა საზოგადოებას მივიდეს არჩევნებზე, რადგან თითოეული ხმა გადამწყვეტია ქვეყნისთვის.

„მოგესალმებით თანამოქალაქეებო, მეგობრებო, მოგიწოდებთ ყველას მივიდეთ არჩევნებზე, ხმა მივცეთ, რადგან მხოლოდ და მხოლოდ თქვენ წყვეტთ დღეს საქართველოს ბედს. ასე რომ ყველა არჩევნებზე.  დღეს თითოეული ხმა გადამწყვეტია, 

ქართული ოცნება გრძნობს რა გარდაუვალ მარცხს ააქტიურებს თავის ზონდერ ჯგუფებს საარჩევნო უბნებზე, ისინი უკვე გადავიდნენ ფიზიკურ ანგარიშწორებაზე ოპოზიციის მხარდამჭერების მიმართ, ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ პოლიციის მხრიდან ამაზე სათანადო რეაგირება არ მომხდარა. 

მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ისნის საარჩევნო უბანს სადაც ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა, ვიდეოში ასახულია როგორ უსწორდებიან „ქართული ოცნების“ ზონდერ ჯგუფები ოპოზიციის მხარდამჭერებს.

ასევე გლდანშიც მოხდა დაპირისპირება, რომლის დროსაც მუნიციპალიტეტის თავჯდომარე თავს დაესხა დამკვირვებელს.

ჩვენ პარალელურად განვაგრძობთ იმ ზონდერების დასახელებას, რომლებიც აქტიურად ჩართულნი არიან არჩევნების გაყალბების მცდელობაში.

ერთ-ერთია, რატი გეგეშიძე, რომელიც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს აქტივისტებს. 

ეს ფაქტები ნათლად ადასტურებს თუ რა ვითარებაში იმყოფებიან დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ უკვე აღარ გააჩნიათ იმის რესურსი რომ ამომრჩევლები მიიყვანონ უბნებზე, თავიანთი მხარდამჭერებიც აღარ ემორჩილებიან, 

მე მინდა ყველა საჯარო მოხელეს და კომისიის წევრს შევახსენო, რომ ნებისმიერი გაყალბების მცდელობა არის სისხლის სამართლის დანაშაული და საქართველოს კანონმდებლობით ისჯება. 

აქვე ყველას მოგიწოდებთ, რომ მიდით არჩევნეზე და საღამოს 8 საათზე, რუსთაველზე ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება", - განაცხადა უდუმაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics