14:39 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 01:17:12, 1490 ნახვა

საზოგადოება
მამა ილიას ცხედრის იდენტიფიცირება მრევლმა ფოტოს მეშვეობით მოახდინა

საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარის მამა ილიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაახლოებით, ერთი საათის წინ მიიღეს.

"დაახლოებით, ორი საათის წინ ჩვენი საკონსულოსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ადრიატიკის ზღვაში ნაპოვნი ცხედარი ერთ-ერთ სამხედრო გემზე გადაასვენეს. მრევლმა გარდაცვლილი მამაოს იდენტიფიცირება ფოტოსურათის მეშვეობით შეძლო. გემი ქალაქ ბრენდიზის პორტში დაახლოებით ერთ საათში იქნება და თუ დადასტურდა ეს ინფორმაცია, სახელმწიფო მაქსიმალურად ეცდება, რომ გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები სწრაფად და მარტივად განახორციელოს",-განაცხადა საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ. 

ტაბატაძის ინფორმაციით, დაახლოებით ორი საათის წინ საქართველოს საელჩოსგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ადრიატიკის ზღვაში იპოვეს ცხედარი, რომელიც ერთ-ერთ სამხედრო გემზე აიყვანეს. აღნიშნული გემიდან ფოტოსურათი გადმოაგზავნეს. ფოტოს მეშვეობით მრევლმა გარდაცვლილი სასულიერო პირის იდენტიფიცირება მოახდინა.

მისივე თქმით, ტრაგედიისას ბორანზე მყოფი სხვა ქართველების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.   

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics