20:47 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-08 13:01:09, 2007 ნახვა

ეკონომიკა
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ინვენტარიზაციას იწყებს

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო   სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციას იწყებს. 

სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება. დაგეგმილია ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია.

პროექტის პრეზენტაცია ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა. როგორც მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონების დიდი ნაწილი აღურიცხავი რჩებოდა და ინვენტარიზაციის შედეგად,  სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონების ზუსტად აღრიცხვა შესაძლებელი გახდება.

"არის სპეციალურად დასწავლული ჯგუფები, რომლებსაც ჰქვიათ მობილური ჯგუფები და აქვთ სპეციალური ცოდნები და უნარ-ჩვევები, არის გაწერილი სპეციალური პროცესი და პროცედურა, რომლის მიხედვითაც, ისინი მიდიან  უკეთებენ ქონებას იდენტიფიცირებას. შესაბამისად, შემდეგ უკვე მოწმდება ყველა შესაძლო ბაზაში, რომელ ბაზაშიც შეიძლება რამე ინფორმაცია ვინმე მესაკუთრეზე არსებობდეს. ეს არის დონორი ორგანიზაციების მიერ თავის დროზე შედგენილი ბაზები, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ხდება გადამოწმება, სპეციალური ფირნიშის გამოკვრა,  სადაც ეწერება, რომ თითოეული ქონების რეგისტრაცია ხდება სახელმწიფო საკუთრებად და ა.შ. ამის შემდეგ უკვე ვახდენთ სახელმწიფო ქონების რეგისტრაციას",-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ინვენტარიზაციის საპილოტე პროექტი 2013 წელს დაიწყეს. 

საერთო ჯამში, თბილისის 15 რაიონი და გარდაბანის მუნიციპალიტეტის ნაწილი აღიწერა.ქუმსიშვილის ინფორმაციით,  შედეგად, თბილისში  625, ხოლო გარდაბანში 122 აღურიცხავი სახელმწიფო ობიექტი გამოვლინდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics