11:04 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-13 11:09:07, 2747 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის

ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამასთან, "ოცნების" პრემიერი მადლობას უხდის ვიქტორ ორბანს "საქართველოს ეროვული ინტერესების მტკიცე მხარადჭერისთვის". 

ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას.

მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული, მტკიცე მხარდაჭერისთვის.

საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. - წერს ირაკლი კობახიძე.

საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მალევე, 12 აპრილს, ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა და ოპონენტ პიტერ მადიარს გამარჯვება მიულოცა. უნგრეთის ოპოზიციის ლიდერს გამარჯვებას ულოცავენ მსოფლიო ლიდერებიც. ამ დროისთვის ხმების თითქმის 98%-ია დათვლილი და ოპოზიციური პარტიას - Tisza ხმების 53,59%, ორბანის პარტიას - Fidesz კი - 38,82% აქვს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics