10:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-21 14:28:52, 27123 ნახვა

ევროპის ამბები
არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია - ქართულმა ოცნებამ სუდარა გადააფარა როგორც ეკლესიას ასევე სახელმწიფოს

"ღმერთი შეეწიოს ყველა სინდისის პატიმარს, პოლიტპატიმარს, ქართულმა ოცნებამ სუდარა გადააფარა როგორც ეკლესიას ასევე სახელმწიფოს" - ამბობს საკვირაო ქადაგებაში არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია.

"სინდისის პატიმრები, პოლიტპატიმრები ხელისუფლებამ დასაჯა ხომ? მაგრამ ისინი არ არიან ღვთისგან დასჯილები. ეს სასჯელი არის მათი ჯილდო იმიტომ, რომ ღმერთს ისინი სჭირდება როგორც ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, ასევე ჩვენი ეკლესიის გადასარჩენად. მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ისინი ღვთისთვის საჭირო ხალხნი არიან. ღმერთი შეეწიოს ყველა სინდისის პატიმარს, პოლიტპატიმარს და მინდა აღვნიშნო ერთი რამ - მე ხშირად ვამბობ და დღესაც ვიტყვი, რომ ქართულმა ოცნებამ სუდარა გადააფარა როგორც ეკლესიას ასევე სახელმწიფოს. ამის გამო, როგორც ეკლესიაში, ასევე სახელმწიფოშიც ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რომ ეს სუდარა მოხსნან როგორც ეკლესიას, ისე სახელმწიფოს, ამის გამო ასეთი ადამიანები დღეს ისჯებიან როგორც ეკლესიის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. საბოლოოდ მაინც სიმართლე გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში მრავლად არის ისეთი ხალხი, ვინც მზად არის ჯვარცმის ფასად იქადაგოს სიმართლე და არ დაუთმოს მტერს არც ჩვენი ეკლესია და არც ჩვენი სახელმწიფო" - ამბობს არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics