22:20 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-21 23:43:25, 2035 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ ინტერნეტბანკის გათამაშებაში კიდევ 100 გამარჯვებული გამოვლინდა

„თიბისი ბანკის“ ინტერნეტბანკის გათამაშების მორიგ ეტაპზე ინტერნეტ და მობაილ ბანკის 100 გამარჯვებულს apple პროდუქცია და ფულადი პრიზები გადაეცა.

iPhone 6-ის, iPad mini2-ის და Macbook Air მფლობელები გიორგი კუხელაშვილი, ირაკლი მგელაძე და ნაილი ლაცაბიძე გახდნენ.

გათამაშების ფინალური ეტაპი 17 იანვარს შედგება და მთავარი პრიზთან, 10 000 ლართან ერთად apple-ის პროდუქცია და სხვა ფულადი პრიზები გათამაშდება.

გათაშებაში მონაწილეობას „თიბისი ბანკის“ ყველა მომხმარებელი შეძლებს, ვინც 31 დეკემბრის ჩათვლით თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის მომსახურებით ისარგებლებს.

გათამაშების წესების თანახმად, განხორციელებული ოპერაციიდან მომხმარებლები ქულების გარკვეულ რაოდენობას აგროვებენ, 3 დაგროვილ ქულაზე კი გათამაშების თითო ბილეთს მიიღებენ. ქულების დაგროვების პრინციპი ასეთია: ინტერნეტბანკში შესვლა – 1 ქულა; საკუთარ და სხვის ანგარიშზე გადარიცხვა – 1 ქულა; კომუნალურების გადახდა – 1 ქულა; მობილურზე ბალანსის შევსება – 1 ქულა; ინტერნეტბანკით ანაბრებისან სხვა საბანკო პროდუქტების შეძენა- 10 ქულა. მობაილბანკის მეშვეობით განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციაზე გაორმაგებული ქულები ირიცხება.

მათთვის, ვინც ინტერნეტბანკის პასიური მომხმარებელია და სექტემბრის თვიდან ამ მომსახურებით არ უსარგებლია, „თიბისი ბანკი“ მოგების დამატებით შანსს სთავაზობს: მათგან 300 იღბლიანს ინტერნეტბანკში შესვლისთანავე 100 ლარის მოგების შეტყობინება დახვდება. მათ ასევე ექნებათ გათამაშების ფინალში 10 000 ლარის მოგების შანსი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics