12:36 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-01 15:47:46, 1199 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი - თუ, ოპოზიცია გადაწყვეტს, პირველივე თვითმფრინავით ჩამოვალ

„თუ, ოპოზიცია გადაწყვეტს პირველივე თვითმფრინავით ჩამოვალ“, - ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამას გააკეთებს, რადგან ვინმემ არ თქვას თითქოს გამარჯვებაში ხელი სააკაშვილმა შეუშალათ.

„თუ ოპოზიციური ჯგუფები გადაწყვეტენ, რომ ჩემი ჩამოსვლა არის საჭირო, მე პირველივე თვითმფრინავს ვიშოვი, მოვახტები, სხვა საშუალებას ვიშოვი გადაადგილების, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს. რომ არ თქვას მერე ვინმე სააკაშვილმა ჩაგვიშალა ჩვენი დიდი გეგმებიო.

მე ვარ მზად, ვიყო ერთ-ერთი მათგანი. მე არ მინდა ერთი თანამდებობა. მე ვარ მზად ჩემი ქვეყნისთვის გავწირო თავი, საერთოდ ულაპარაკოდ. თუ ოპოზიციური პარტიები შეკრებაზე ჩამოყალიბდებიან, რომ მათთვის ეს იქნება სასარგებლო და ქართველ ხალხა ეს დაეხმარება, ერთი წამით არ ვიყოყმანებ. მე არ მეშინია, არც ციხის, არც მოკვლის და არც არაფრის“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics