18:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 12:14:35, 1173 ნახვა

ეკონომიკა
ალგირდას ბუტკევიჩიუსი: ლიტველი ბიზნესმენები მზად არიან, ქართველებთან ერთად ბიზნესი აწარმოონ

ლიტვის პრემიერმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებაზე ყურადღება გაამახვილა.

როგორც ბუტკევიჩიუსმა მთავრობის ადმინისტრაციაში სასქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში ლიტველი ბიზნესმენების დიდი დელეგაცია ჩამოვიდა და ისინი მზად არიან, ქართველ კოლეგებთან ერთად ბიზნესი აწარმოონ.

ბუტკევიჩიუსმა ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაზე ისაუბრა, რომელსაც ხვალ, ლიტვა და საქართველო ხელს მოაწერენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„ჩვენ ხვალ ხელს მოვაწეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას და დარწმუნებული ვარ, აღნიშნული დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში. სამთავრობოშორისი კომისია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი მექანიზმი, იმისთვის, რომ განვიხილოთ შესაბამისი სავაჭრო, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. მე ბიზნესმენების ძალიან დიდი დელეგაცია ჩამოვიყვანე და ისინი მზად არიან ქართველ კოლეგებთან ერთად ბიზნესი აწარმოონ“, – აღნიშნა ბუტკევიჩიუსმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics