00:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-21 10:52:38, 936 ნახვა

სხვადასხვა
შს მინისტრმა „მზიური“-ს ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად „მზიური“-ს ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მინისტრმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, გაწმენდითი და საძიებო სამუშაოები დაათვალიერა, რომლებსაც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები ახორციელებენ.

ვახტანგ გომელაურმა  სტიქიის ზონიდან მოქალაქეების გამოყვანაზე განმარტება გააკეთა:

 „როგორც კი სიგნალი შემოვა ხოლმე, რომ მეწყერი ჩამოწვა, არის ხოლმე ძალიან პატარა მასა, ერთი კუბიც რომ ჩამოიშალოს გზაზე, მოქალაქეები რეკავენ „112“-ში, რომ გზაზე ჩამოიშალა მიწა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უსაფრთხოების მიზნით, პრევენციას ვატარებთ და გამოგვყავს ეს ხალხი. გარისკვის უფლება არ გვაქვს და არც უნდა გავრისკოთ. იგივე აქედანაც თუ რამე საფრთხეა ხოლმე სათავესთან, გეოლოგები მუშაობენ, ასევე სინოპტიკოსები და გვეუბნებიან, რომ შეიძლება იყოს რაღაცა დონის 10%-იანი საფრთხე, თუმცა არ ვრისკავთ ჩვენ და მაინც გამოგვყავს. ახლაც გამოიყვანეს. როდესაც წვიმა მოდის ხოლმე, ავტომატურად გვაფრთხილებენ და ვაჩერებთ ხოლმე“,-აღნიშნა გომელაურმა.

შს მინისტრმა  გორში და წეროვანში ცხოველის საძიებო სამუშაოებზეც ისაუბრა:

„გორში არ დადასტურდა. მივიდნენ ადგილზე, შეხვდნენ ინიციატორს, ვინც დარეკა. ასევე იყო წეროვანთან, მისადგომებთან, ვეფხვზე იყო საუბარი. ჩართული იყო ვერტმფრენები, ჩართულები იყვნენ სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები, რამდენიმე ათეული. მთელი სოფელი გადაამოწმეს სარდაფებით და მიტოვებული შენობებით, არაფერი არ აღმოჩნდა იქ. კვალიც ნახეს და მონადირეებმა და ექსპერტებმა არ დაადასტურეს. დიდი ზომის ძაღლზე უფრო ფიქრობენ და არა ვეფხვზე. ეხლაც იქ არიან და მუშაობენ, სავარაუდოდ ამთავრებენ როგორც მე ვიცი",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics