18:17 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 16:43:56, 3378 ნახვა

კომენტარი Lifestyle
ინაშვილი: როცა სტუდენტები ნახავენ ფრანკფურტის აეროპორტს, ვერც ერთი პრეზიდენტი ვეღარ ეტყვით, რომ ჩვენი უფრო მასშტაბურია

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ეს არის დიდი პროგრესი ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე.

როგორც ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ქართველი ხალხი ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას იმსახურებს.

"მიხარია, რომ დღეიდან გაჩნდა ამისი რეალური პერსპექტივა: სკოლის მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისთვის, პაციენტებისთვის, უბრალოდ, ტურისტებისთვის...ყველას გულითადად გილოცავთ! როცა რაც შეიძლება მეტი ქართველი სტუდენტი ნახავს ფრანკფურტის აეროპორტს, ვერც ერთი პრეზიდენტი (სააკაშვილის მსგავსად) მას ვეღარ გაუბედავს უთხრას, რომ თბილისის აეროპორტი უფრო მასშტაბური და კომფორტულია, ვიდრე ფრანკფურტის. თუმცა, ისიც გაგვეხარდება, რომ უკეთესი აეროპორტი გვქონდეს', - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics