11:48 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 15:34:29, 1101 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი: მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება ნიშნავს, რომ რიგში ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის  ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ნატოს  წევრობის რიგში წინ წაიწია.

სესიაშვილის თქმით, 4 ასპირანტი ქვეყანა არსებობს, რომელთა მიმართ მიდგომები ერთნაირია.

„მივესალმებით მონტენეგროს  გაწევრიანებას. თქვენ იცით, რომ 4 ასპირანტი ქვეყანა არსებობს და მათ მიმართ მიდგომები თითქმის ერთნაირია. ნატოს მიერ არაერთხელ დაფიქსირებულ პოზიციას გავიმეორებ, რომ საქართველოს აქვს ყველა ის ინსტრუმენტი ნატოს წევრობისთვის, ნატოს წევრობის მოსამზადებლად.   ამ პროცესში მონტენეგროს გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ რიგში და ეს არის შეუქცევადი პროცესი“,-განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, მონტეგრო ალიანსის 29-ე წევრი  ქვეყანა გახდება. ბრიუსელში მონტენეგროს ნატროში გაწევრიანების  პროტოკოლს ხელი უკვე მოეწერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics