18:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-01 13:38:04, 4812 ნახვა

სხვადასხვა
რუსეთმა ინტერნეტ კავშირების გათიშვის რაოდენობით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

რუსეთის ხელისუფლებამ, უკრაინის დრონებით განხორციელებული თავდასხმების მოსაგვარებლად და მოქალაქეებისთვის ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის ჩამორთმევის მცდელობისას, ინტერნეტის გათიშვის ახალი ანტირეკორდი დაამყარა.

„ნა სვიაზი“-ს პროექტის ცნობით, მხოლოდ მიმდინარე წლის ივნისში ქვეყანაში სხვადასხვა მასშტაბის ქსელის 655 ბლოკირება (გათიშვა) დაფიქსირდა. ეს ორჯერ მეტია 2024 წელს მსოფლიოში ინტერნეტის გათიშვის საერთო რაოდენობაზე. საერთაშორისო ციფრული უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ Access Now-მ გასულ წელს 296 გათიშვა დააფიქსირა.

„Runet-მა კიდევ ერთი სამწუხარო რეკორდი მოხსნა. მხოლოდ ივნისში ინტერნეტის 655 გათიშვა მოხდა, სხვადასხვა სიმძიმის. მაისში კი 69 შემთხვევა დაფიქსირდა და ჩვენ მაინც ვფიქრობდით, რომ ეს ბევრი იყო - თუმცა შეზღუდვებს საზღვარი არ აქვს!“ — აცხადებენ ანალიტიკოსები.

ინტერნეტის გათიშვა, გასართობ კონტენტზე წვდომის დაბლოკვის გარდა, გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრების სხვა სფეროებში მიმდინარე პროცესებზეც, იხსენებს „ნა სვიაზი“. გათიშვის დროს სირთულეები წარმოიქმნება ტაქსის გამოძახებასთან, სალაროში გადახდასთან, დოკუმენტაციის მოძრაობასთან, ლოჯისტიკურ მომსახურებასთან და ა.შ. ეროვნული მასშტაბით დაბლოკვის ერთი დღის ფინანსური დანაკარგები ინტერნეტ დაცვის საზოგადოების მიერ ათობით მილიარდ რუბლად არის შეფასებული.

მობილური ინტერნეტისა და კომუნიკაციის შეფერხებების რაოდენობის მკვეთრი ზრდა 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყო, რუსეთის რეგიონებზე უკრაინის დრონების თავდასხმების გახშირების ფონზე. ოფიციალური პირები ბლოკავენ კომუნიკაციებს, რათა დრონებს ნავიგაცია და დაზვერვის გადაცემა არ შეეძლოთ.

ამავდროულად, ზოგიერთი რეგიონის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქსელის ბლოკირება ყოველთვის არ ხდება უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების გამო. სამართალდამცავი ორგანოები, პროვაიდერებთან ერთად, აფასებენ „ოპერატიულ სიტუაციას“ და ამ შეფასების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს შეზღუდვებთან დაკავშირებით.

ივნისში, მობილური ინტერნეტის გათიშვა ყოველდღიურად ხდებოდა ქვეყნის ათობით რეგიონში. ზოგიერთ რეგიონში კომუნიკაცია ერთი კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში არ იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics