15:36 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 23:44:20, 6987 ნახვა

სამხედრო
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში ხუთი ბაზა ყატარის დარტყმის შემდეგ გაძლიერებულ მზადყოფნაში გადაიყვანა

სირიის პროვინცია ჰასაკაში მდებარე კასრაკის ამერიკული სამხედრო ბაზა სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი ირანის ან მის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან შესაძლო თავდასხმების საფრთხის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ სირიის სამხედრო წრეებში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მაქსიმალური საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმი ასევე გამოცხადდა ერაყში, აინ ალ-ასადის აშშ-ის სამხედრო ბაზაზე. გარდა ამისა, როგორც IRIB News წერს, განგაში ატეხეს ამერიკულ ბაზებზე ყატარში, ბაჰრეინსა და ქუვეითში.

ესკალაციის ფონზე, სპარსეთის ყურის ქვეყნებმა: ერაყმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, ბაჰრეინმა და ქუვეითმა დროებით შეაჩერეს ფრენები საკუთარ საჰაერო სივრცეში. ამის შესახებ Flightradar24 პორტალის მონაცემები მოწმობს.

სიფრთხილის ზომები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ირანმა 23 ივნისს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. Axios-ის ცნობით, ირანულმა ძალებმა ექვსი რაკეტა ესროლეს კატარში მდებარე ალ-უდეიდის საჰაერო ბაზას, ხოლო კიდევ ერთი - ერაყში მდებარე აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზას. ალ-უდეიდი რეგიონში აშშ-ის უდიდესი სამხედრო ბაზაა და ასევე აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წინა შტაბ-ბინაა.

თავის მხრივ, „ნიუ-იორკ თაიმსი“ იუწყება, რომ ირანმა კატარის ხელისუფლებას მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ წინასწარ აცნობა და მოქმედებები კატარის ოფიციალურ პირებთან შეათანხმა. გამოცემის წყაროების ცნობით, თეირანი ცდილობდა სიმბოლურად ეპასუხა აშშ-ის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებზე, სიტუაციის მასშტაბურ ესკალაციამდე მიყვანის გარეშე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics