|
2020-03-20 16:05:23, 8689 ნახვა
ომი უკრაინაში
საერთაშორისო ფონდ „Curatio“ -ს აღმასრულებელი დირექტორი - თუ გვაქვს სიცხე და ოდნავ ყელი გვტკივა, არ არის აუცილებელი ექიმთან გაქცევა
საერთაშორისო ფონდ „Curatio“ -ს აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი გოცაძის განცხადებით, თუ გვაქვს სიცხე და ოდნავ ყელი გვტკივა, არ არის აუცილებელი ექიმთან გაქცევა, რადგან შეიძლება თავად დავინფიცირდეთ. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსი ადამიანების 80%-მა მკურნალობის გარეშე გადაიტანა. „შეხვედრაზე მოწვეული ვიყავით იმისთვის, რომ მოგვეტანა ის მტკიცებულებები, რაც არსებობს და თითქმის ყოველდღიურად იქმნება მსოფლიოში და ამ მტკიცებულებების გაზიარებაზე იყო საუბარი. თუ რამდენად ეფექტური იყო გატარებული ღონისძიება ამაზე თავად არსებული რიცხვები ცხადყოფენ. თუ შევადარებთ ბევრ ქვეყანას, საქართველო არის უპირატეს მდგომარეობაში, რადგან ამდენი ხანი მოვიგეთ, რადგან ამდენი ხანი ჩვენ არ გვქონია ეპიდემიის აფეთქება როგორიც აქვს იტალიას, საფრანგეთს და ბევრ ძალიან განვითარებულ ქვეყანას. ამიტომ, ეფექტურობაზე თავად ციფრები მეტყველებენ. ახლა მთავარია შემდეგი ეტაპებისთვის ადეკვატური მომზადება და ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც საუბრობდნენ ეს იყო ჰოსპიტალური ქსელის მომზადების საკითხი. აქ იყო გარკვეული მოდელირება, რომ მოსალოდნელი დატვირთვა შეგვეფასებინა, რა შეიძლება იყოს პატარა ვადაში და მეორე საკითხი, რასაც ეხება ეს არის ის, რომ ჩვენ მოსახლეობამდე ცხადად უნდა მივიტანოთ, რომ მე არ ვიცი. მაქვს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსი აჟიტირებულად არის აღქმული, ეს ნამდვილად ასეც უნდა იყოს, მაგრამ ადამიანების 80%-ს ეს დაავადება ისე ემართებათ და ისე გადაიტანეს ყველა სხვა ქვეყანაში, რომ საერთოდ არ დაჭირდათ მკურნალობა. ამის მკურნალობა არც არსებობს, არა გვაქვს წამალი, არ არის ვაქცინა. შესაბამისად, ეს არის გრიპი, რომელიც გადაიტანა 80%-მა. კი, მთავარია 20%, რომელსაც ჭირდება დახმარება და სწორედ აქ არის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა, რომ თუ ჩვენ გვაქვს სიცხე და სხვა არაფერი არ გვაწუხებს, შეიძლება ოდნავ ყელი გვტკივა, მაგრამ არ არის აუცილებელი გავიქცეთ ექიმთან, რადგან პირველ რიგში, ჩვენ თვითონ არ დავინფიცირდეთ, რადგან შეიძლება კორონავირუსი არ გვქონდეს. მეორე - ეს ვირუსი არ მოვიტანოთ სახლში, რაც მოხდა ჩინეთის შემთხვევაში“, - გიორგი გოცაძემ.
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)