2019-10-02 14:19:16, 10699 ნახვა
Lifestyle
"ბნელეთის დედოფალი"-ანჯელინა ჯოლი ახალი ფილმის პრემიერაზე მივიდა (PHOTO)
Disney-ს ახალი ფილმის "მალეფისენტის" პრემიერაზე, რომელიც ლოს-ანჯელესში გუშინ გაიმართა ანჯელინა ჯოლი საკუთარ ჩვილებთან ერთად , არაჩვეულებრივ შავ კაბაში გამოჩნდა. ფილმში მსახიობი ტყის ჯადოქარის როლს ასრულებს.
44 წლის ვარსკვლავმა წითელ ხალიჩაზე საკუთარი პერსონაჟის, მალეფისენტის ერთ-ერთ კაბაში წარსდგა, რომელიც Versace-ს მოდის სახლის მიერ ექსკლუზიურად გადაღებებისთვის იქნა შეკერილი. მოელვარე შავ კაბას , მსახიობის მიერ შერჩეული "კარტიეს" ვერცხლის მორიელი ამშვენებდა. ჯოლის დრამატულ "კუქს" მაკიაჟის და ვარცხნილობის მინიმუმი ასრულებდა.
წითელ ხალიჩაზე ჯოლიმ შვილებთან : პაქსთან, ზაქარასთან, შაილოსთან, ნიქსთან და ვივიენთან ერთად გაიარა. წვეულებას ვარსკვლავის 18 წლის , უფროსი შვილი მედოქსი ვერ დაესწრო-ის ახლა სამხრეთ კორეაში კოლეჯში სწავლობს.






ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან