2019-08-13 13:52:57, 12671 ნახვა
Lifestyle
პაპარაცებმა მაილი საირუსი იახტაზე ქალთან ერთად გადაიღეს
მომღერალი და მსახიობი მაილი საირუსი (Miley Cyrus) საკუთარ პანსექსუალობას არ მალავს. ეხლახანს პაპარაცემბა ის კომოს კუნძულის ერთ-ერთ სანაპიროზე, იახტაზე ბლოგერ ქალბატონთან ქეიტლინ კარტერთან (Kaitlynn Carter) ერთად დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ მაილი საკუთარ მეუღლეს მსახიობ ლიამ ჰემსვორტს ეხლახანს დაშორდა.
კადრებში ნათლად ჩანს, რომ ორი ქალბატონი ერთმანეთთან ბევრად უფრო ახლოს არიან, ვიდრე უბრალო მეგობრები.

მაილი ლგბტ საზოგადოების აქტიური მხარდამჭერია, მან საკუთარ მხარდამჭერებს არაერთხელ მოუწოდა, ებრძოლათ მათი და სხვა ადამიანების უფლებებისთვის:"მე ნებისმიერი კანონიერი ურთიერთობებისთვის გახსნილი ვარ", დაწერა 2015 წელს საკუთარ სოც.ქსელში მაილიმ, როცა მას სექსუალურ ორიენტაციის შესაებ ჰკითხეს.


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან