2019-08-05 15:28:46, 15119 ნახვა
High - Tech
Xiaomi გამოუშვებს სმარტფონს, რომელიც მზისგან დაიტენება
ტექნოლოგიების დარგში მოღვაწე კომპანია Xiaomi-მ მათი ახალი სმარტფონის Mi Sun-ის, კონფიგურაციის და სპეციფიკაციის შემცველი ნახაზები გამოაქვეყნა.
სმარტფონის მთავარი ინოვაციური შემადგენელი , უკანა პანელში ინტეგრირებული მზის ბატარეაა, რომელმაც მოწყობილბა იმ შემთხვევაში უნდა დატენოს, თუ კაბელი რაიმე მიზეზის გამო მიუწვდომელია.

ნახაზებზე სმარტფონი ძალიან თანამედროვედ გამოიყურება. მისი ეკრანი წინა პანელის თითქმის 100% მოიცავს, ხოლო წინა კამერა ეკრანის ქვემოდაა "დამალული".
ცნობისთვის მზის პანელების , სმარტფონებში ინტეგრაციის იდეა ახალი არ არის - ეს პატენტი კორეულ კომპანია LG-ს ეკუთვნის, რომელმაც ჯერ კიდევ 2010 წელს წარადგინა სატესტო მოწყობილობა GD510, რომელიც მზისგან მართალია ძალიან ნელა, მაგრამ იტენებოდა. მას მერე ტექნოლოგიები წინ წავიდნენ.
ვიმედოვნებთ, რომ Xiaomi-ს სმარტფონი იდეის დონეზე არ დარჩება.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან