2015-04-20 12:07:54, 1059 ნახვა
სამხედრო
ჯანელიძე უდესიანის სპეცრაზმელებზე: ეს ადამიანები არც თავდაცვისა და არც შსს-ს რიგებში არ მსახურობდნენ
თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის განცხადებით, გია უდესიანის სპეცრაზმელები თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ს რიგებში არ მსახურობდნენ.
ამის შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ეს საკითხი არ არის საჯარო განხილვის თემა. მოკლედ გეტყვით, რომ ეს ადამიანები არც თავდაცვის სამინისტროს, არც შსს-ს რიგებში არ მსახურობდნენ. შესაბამისად, იქ არის ბევრი ისეთი საკითხი და დეტალი, რომელიც სხვა პროცედურებს ექვემდებარება. შესაბამისად ვერანაირ განცხადებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ",-განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, ბიზნესმენმა გია უდესიანმა „რუსთავი 2“-ს ეთერში განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი იყო საიდუმლო დაჯგუფება, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან