2015-01-12 18:30:32, 826 ნახვა
საზოგადოება
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგა
საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-ლარსის გზის იმ მონაკვეთზე, სადაც დიდთოვლობის გამო მიმოსვლა 6 იანვრიდან აკრძალული იყო, მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ორმხრივად აღდგა.
საპატრულო პოლიციის ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის რეჟიმის არ ეხება, მხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ტრანსპორტისა - მათთვის მოძრაობა დაშვებულია ჯაჭვების გარეშე.
უწყების განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას აკონტროლებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
ასევე გაცნობებთ, რომ სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“ ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან