|
2015-01-09 14:42:59, 1747 ნახვა
საზოგადოება
სოციალურ ქსელში პეტიცია "მოვითხოვთ როსნეფტის სანქცირებას" გავრცელდა
სოციალურ ქსელში პეტიცია სახელწოდებით-"მოვითხოვთ როსნეფტის სანქცირებას" გავრცელდა. საქართველოს მოქალაქეები მოითხოვენ, ხელისუფლებამ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის ნორმების აღსრულება უზრუნველყოს და კომპანია როსნეფტს, კანონით გათვალისწინებული სანქციები დააკისროს. "2014 წლის 29 დეკემბერს ცნობილი გახდა რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის" მიერ „პეტროკასის" (Petrocas Energy International Limited) 49 პროცენტი წილის შეძენის შესახებ. პეტროკასი ფოთის პორტის ორ ნავთობტერმინალს ფლობს, რაც როსნეფტის ინტერესის ძირითად საგანს წარმოადგენს და რომლის საშუალებითაც კომპანია ამიერკავკასიაში საკუთარი არსებობისა და საქმიანობის არეალის გაზრდას გეგმავს. როსნეფტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, დასავლეთის ეკონომიკური სანქციების ადრესატი გახდა, 2009 წლიდან, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მოპოვების მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შავი ზღვის შელფს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით ამუშავებს. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვაო აკვატორიაში და კონტინენტურ შელფზე კრძალავს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოსგან ნებართვა ან ლიცენზირება სჭირდება. ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონი, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აქვს თავის ხმელეთზე და კონტინენტურ შელფზე არსებული ნავთობისა და გაზის რესურსების ძებნა-ძიებისა და ექსპლუატაციის ექსკლუზიური და სუვერენული უფლება, სახელმწიფოს სპეციალურ ლიცენზიას მოითხოვს არამხოლოდ ნავთობისა და გაზის მოპოვების დროს, არამედ მათი ძებნა-ძიების შემთხვევაშიც. ასეთი სახის ლიცენზია როსნეფტს არ გააჩნია, რაც ნიშნავს იმას, რომ მის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა უკანონოა. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის გარდა, ოკუპირებული აფხაზეთის წყლებში როსნეფტის ოპერირება წინააღმდეგობაშია საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს 1982 წლის კონვენციასთან, რომელიც უცხოურ კომპანიას ავალდებულებს მოიპოვოს წინასწარი ნებართვა იმ სახელმწიფოსგან, რომლის ტერიტორიულ წყლებშიც ის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას აპირებს. როსნეფტი თავის საქმიანობას ახორციელებს არა თბილისის ნებართვის, არამედ 2009 წლის 26 მაისს ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მარიონეტულ მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 (2) მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია მიმართოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით",-ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომელსაც უკვე 357 მოქალაქის ხელმოწერა აქვს.
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)