14:37 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-01 11:56:04, 4591 ნახვა

მსოფლიო კულტურა სამხედრო
მოსკოვში დღეს ბორის ნემცოვის პატივსაცემად სამგლოვიარო მარში გაიმართება

მოსკოვში ბორის ნემცოვის  პატივსაცემად სამგლოვიარო მარში დღეს 15:00 საათზე დაიწყება. 
რუსული მედიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში სამგლოვიარო მარშისთვის მზადება  ამ წუთებში მიმდინარეობს.  

გავრცელებული ინფორმაციით ცნობილია,  რომ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის ოპოზიციის ლიდერებს 1-ელ მარტს  ანტიკრიზისული  აქცია ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა აღნიშნული აქცია გადაიდო.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მიხაილ კასიანოვის თქმით, ოპოზიციის წევრებსა  და ქალაქის მერს შორის შემდგარი მოლაპარაკებების შედეგად აღნიშნული აქციის დრო და ადგილი შეიცვალა.

„ჩვენ მიერ დაანონსებული აქცია მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე გადავდეთ და მოსკოვის მერთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ჩვენს აქციას ბორის ნემცოვის პატივსაცემად დაგეგმილი მარში ჩაანაცვლებს.  ველით, რომ დღევანდელ მარშზე  ათასობით ადამიანი შეიკრიბება, რომლებიც სოლიდარობას გამოუცხადებენ ბრძოლას უკეთესი ცხოვრებისათვის და ბრძოლას რუსეთის დემოკრატიისათვის“,-განაცხადა კასიანოვმა. 

შეგხსენებთ, რომ 27 თებერვალს,  რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციი ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, მოსკოვის ცენტრში ვასილევსკის დაღმართზე ექვსი გასროლით მოკლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics