09:19 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-15 18:01:16, 1821 ნახვა

სამხედრო
დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა

წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა.

თავდაცვის უწყების ცნობით, ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, კარლო ლაბაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

"კვირეულის ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედროები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ.

გამარჯვებულებებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. ღონისძიების დასასრულს, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლებისათვის კონცერტი გაიმართა.

დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა საქართველოს თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტრო მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესს, სპორტული აქტივობების განხორციელებას, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მათ ჩართულობას აქტიურად უჭერს მხარს",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics