00:09 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 10:54:37, 1196 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამა: რუსეთს სანქციებს გავუმკაცრებთ

„რუსეთის ფედერაციას სანქციებს გავუმკაცრებთ“,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მარიუპოლში პრორუსი სეპარატისტების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ განაცხადა.

ობამას თქმით, თუ რუსეთი სამხედრო კონფლიქტს გააგრძელებს, ეს ცუდი იქნება როგორც უკრაინელი, ასევე რუსი ხალხისთვის.

„ეფექტური საშუალება არ იქნება რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ უკრაინის დახმარება საკუთარი ტერიტორიების კონტროლისთვის. ეს წარმოადგენს ეკონომიკური ზეწოლისა და დიპლომატიური იზოლაციის კომბინაციას. თუ ბატონი პუტინი და რუსეთი განაგრძობენ სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობას, ეს იქნება ის გზა, რომელიც ცუდია მხოლოდ უკრაინელი, არამედ რუსი ხალხისთვისაც“, - განაცხადა ობამამ.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში საბრძოლო შეტაკებებს 30 ადამიანი ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაშავდა. ეუთოს მონიტორინგის ჯგუფმა დაადასტურა, რომ ქალაქზე შეტევა სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics