22:27 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 10:54:31, 922 ნახვა

სამართალი
მალულად, დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე ჩინეთის მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან  მალულად,  დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე  სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჩინეთის მოქალაქე ხუანგ სუვეი მისცა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, უკანონოდ შემოიტანა დიდი ოდენობით  ბუნებრივი აირის წყლის გამათბობლები.

მათივე ცნობით, ხუანგ სუევმა საბაჟო დეკლარაციაში არ დააფიქსირა აღნიშნული საქონელი და ამ გზით სცადა ტვირთის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც გამოვლენილი და აღკვეთილია საგამოძიებო სამსახურის მიერ. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის       214-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც  სამიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics