13:42 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 18:22:41, 1002 ნახვა

სამხედრო
სამეთაურო-საშტაბო სწავლება "INFO 2015" დასრულდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში  სამეთაურო საშტაბო სწავლება “INFO 2015”- ის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მონაწილეებს სწავლების დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა და  უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ თეონა აქუბარდიამ მიულოცეს. მათ მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და სწავლების დასრულების სერთიფიკატები გადასცეს.

„INFO 2015" სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2015" მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. „INFO 2015" გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის საინფორმაციო ოპერაციების განყოფილების ინიციატივით პირველად ჩატარდა და კრიზისულ და საომარ ვითარებაში საინფორმაციო ოპერაციებთან დაკავშირებული სამსახურების კოორდინაციას ისახავდა მიზნად. ხუთდღიანი სწავლების ფარგლებში, მონაწილეებმა კრიზისული ვითარების დროს საინფორმაციო მოქმედებები დაგეგმეს და განახორციელეს.

უწყების ცნობით, წვრთნებში აქტიურად იყო ჩართული კიბერუსაფრთხოების ბიურო, რომელმაც სიმულაციური ოპერაციებისას ინფორმაციული უსაფრთხოება და ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყო. შესაბამისი უწყებების რესურსის გამოყენებით გამოვლინდა და დამუშავდა კიბერსივრცეში ოპერაციების წარმოების შესაძლებლობები.

სწავლებაში  საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სამსახური, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები,  სახელმწიფო დაზვერვის დეპარტამენტი, ეროვნული უშიშროების საბჭო, კრიზისებისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics