2017-03-04 16:52:10, 1218 ნახვა
სხვადასხვა
Der Spiegel: რამდენი პუტინია ტრამპში?
გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა, ახალი ნომრის გარეკანისთვის რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების სახეები გააერთიანა. აღნიშნული გარეკანი მედია საშუალებამ სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
გამოცემის რედაქტორებმა პუტინის სახეს, ტრამპის წარბები და ვარცხნილობა დაუმატეს, სათაურად კი მიაწერეს - „რამდენი პუტინია ტრამპში?“
ცნობისთვის, სტატია 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის გავლენას ეძღვნება.
აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა ჟურნალმა New Yorker-მაც ახალი ნომერი დააანონსა, რომლის გარეკანზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კარიკატურაა გამოსახული და მონოკლით „პეპელა“ დონალდ ტრამპს აკვირდება. ჟურნალს სახელი რუსულად - „The Нью-Йоркер„ ერქმევა.

ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან