00:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 14:33:39, 832 ნახვა

ეკონომიკა
კომპანიამ ,,m2 უძრავი ქონება’’ 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა

დეველოპერული კომპანია „m² უძრავი ქონება“, 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციების წარმატებით გამოშვების შესახებ აცხადებს. 

ბოლო 12 თვის განმავლობაში, m2 მომხმარებელს უკვე მესამედ აძლევს შესაძლებლობას დააბანდოს თავისუფალი ფინანსური სახსრები m²–ის ობლიგაციებში და, შესაბამისად, საკუთარი ფული უკეთესად ამუშაოს. ხსენებული ორწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 9.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც ყოველ 6 თვეში ერთხელ მოხდება. 

m2-ის ობლიგაციების განთავსება ინვესტიციების მართვის კომპანია „გალტ & თაგარტ“-მა განახორციელა.

„მოხარული ვარ ავღნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი m2-ის ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაში. ეს არის ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფინანსური ინსტრუმენტის ყველაზე მსხვილი საჯარო განთავსება. მომხმარებელი დიდი ინტერესით შეხვდა ობლიგაციების გამოშვებას, რის შედეგადაც მოთხოვნამ გადააჭარბა კიდეც მიწოდებას. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. სადღეისოდ „გალტ & თაგარტს“ მიმართავენ კერძო და საჯარო კომპანიები, ისევე როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„მოხარული ვართ განვაცხადოთ m²–ის ობლიგაციების რიგით მესამე და ყველაზე მსხვილი გამოშვების შესახებ. წინა ორი გამოშვების მსგავსად, m²–ის ობლიგაციების ახლანდელი განთავსების მიმართ დაფიქსირდა გადაჭარბებული მოთხოვნა,  რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მომხმარებლის მხრიდან m²–ის მიმართ არსებული მაღალი ხარისხის ნდობას. დეველოპერული კომპანია m² განაგრძობს ახალი, ინოვაციური პროექტების განვითარებას და  მომხმარებლის სხვა და სხვა საჭიროებაზე მორგებული შეთავაზებების შექმნას,“ განაცხადა დეველოპერული კომპანიის „m² უძრავი ქონება“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ბურდილაძემ.

m²–ის ობლიგაციის შეძენით დაინტერესების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ინვესტიციების მართვის კომპანიას „გალტ & თაგარტ“: www.gt.ge





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics