09:37 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-23 17:48:54, 1336 ნახვა

პოლიტიკა
საკრებულოს დეპუტატებმა, შესაძლოა, სახელფასო დანამატი მიიღონ

საკრებულოს 25-მა დეპუტატმა, შესაძლოა,  სახელფასო დანამტი მიიღონ. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება რესპუბლიკელების” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მათ შორის არინ ფრაქციებისა და კომისიის თავმჯდომარეები, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები. გადაწყვეტილებას რესპუბლიკელები აპროტესტებენ, რასაც გუშინ  ბიუროს სხდომაზე  ხმაური მოჰყვა.
“საქმე იმაშია, რომ თავმჯდომარეს არ ეყო პოლიტიკური ნება, თუ პოლიტკური გამბედაობა, რომ ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება, ის მახინჯი პრაქტიკა, რაც იყო წარსულში და მან რეკომენდაციის სახით დაიხმარა ბიუროს წევრები იმისათვის, რომ დაწესდეს ბრძანებით მომავალში თუ საჭირო გახდება დანამატები თანამდებობის პირებისთვის.იყო კამათი, ხმამაღალი საუბარი. იყო მუქარის სახით- თქვენ არ დაგერიცხებათ თუ არ გინდათ. აქვე უარს ვამბობ დანამატზე. იყო საქმიანი, არგუმენტირებული საუბარიც, მაგრამ ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით მანამდეც და ახლაც წინააღმდეგი ვართ დანამატების”,-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics