12:35 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 12:37:10, 1084 ნახვა

კომენტარი
პრემიერი ელისაშვილს ურჩევს პროკურატურაში მივიდეს

პრემიერ-მინისტრი საკრებულოს დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს სთხოვს, თუ საფრთხის შესახებ ინფორმაცია აქვს, სამართალდამცავ უწყებებს მიმართოს.

მისივე თქმით, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მივიდეს სამართალდამცავ ორგანოებში და შესაბამისი განცხადება გააკეთოს.

”თუ ასეთი რამ არის, მას აქვს სრული უფლება და მე ვთხოვდი, მისულიყო პროკურატურაში და გაეკეთებინა განცხადება. თუ იქნება რაიმე საშიშროება, რა თქმა უნდა, რეაგირებას გააკეთებენ სამართალდამცავი უწყებები. მას აქვს ამისი სრული უფლება, თუ მასზე რაიმე ზეწოლა ხორციელდება, ეს უნდა გააკეთოს. ჩვენ გვახსოვს წარსულში განცხადებები იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან და შემდეგ ასეთი რამ არ დადასტურდა. მე არ ვამბობ, რომ ეს იგივე შემთხვევაა, მაგრამ თუ არის ასეთი რამ, ყველას აქვს უფლება მივიდეს და ინფორმაცია მიაწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა

სეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ზეწოლის ფაქტებზე წერს.

„მითვლიან, რომ დიდი საფრთხის ქვეშ ვარ, რომ რაღაცას მიმზადებენ, რომ თვით ბატონი ბიძინას დავალებაა, რომ მე რაღაც დამმართონ, - ამის შესახებ ელისაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, ახლობლები, ნაცნობ-უცნობები ურჩევენ, რომ ფრთხილად იყოს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics