2015-03-11 10:28:56, 651 ნახვა
სამართალი
შსს-მ თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
თბილისის და ანკარას ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროების თანამშრომლობის შედეგად, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ ძებნილი, 1982 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ჯემალ ი. ქობულეთის რაიონში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებული 2013 წლის 2 მაისიდან იძებნება ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისათვის. ჯემალ ი-ს თურქეთის რესპუბლიკის უნიეს რაიონული სისხლის სამართლის საქმეთა მძიმე დანაშაულის სასამართლოს მიერ მისჯილი აქვს 17 წლისა და 25 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
უწყების ცნობით, ჯემალ ი-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციისთვის შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან