10:20 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 11:23:40, 521 ნახვა

საზოგადოება
ფიროსმანის ქუჩაზე შესაძლოა, დუქნებისა და სამიკიტნოების მსგავსი ობიექტები აღადგინონ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის რიმა ბერაძის ინიციატივით, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ჩუღურეთის რაიონში მდებარე ნიკო ფიროსმანის ქუჩისა და მუზეუმის აღდგენა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია განიხილეს. 

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი როსტომაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ფიროსმანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები დეტალურად გააცნო და მხარეებს ფიროსმანის ეპოქის დამახასიათებელი დუქნებისა და სამიკიტნოების მსგავსი ობიექტების აღდგენის, ასევე სავაჭრო ცენტრების განთავსების ინიციატივით მიმართა და სურვილის შემთხვევაში, დეპუტატებს პროექტის უსასყიდლოდ გადაცემას დაჰპირდა.

რაც შეეხება მოსახლეობას, ისინი იმავე რაიონში ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილდებიან.
პროექტის მნიშვნელობაზე საკუთარი ხედვა საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟრიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ წარმოადგინა.

მისივე ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები საკრებულოში კვლავაც გაგრძელდება და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ სხვა ალტერნატიულ პროექტებსაც განიხილავენ. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნულ ინიციატივას დადებითი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ არ დაირღვეს მოსახლეობის უფლებები და თბილისმაც არ დაკარგოს ძველი იერსახე, აუცილებელია ისეთი ინვესტორის შერჩევა, რომელიც ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics