09:59 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 17:27:47, 856 ნახვა

სამართალი
ეკონომიკის სამინისტროსთან რამდენიმე სოციალურად დაუცველი პირი დააკავეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე სამი სოციალურად დაუცველი პირი - ლალი კუკავა, ირაკლი ბაღათურია, რომანახალაია და ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლის თაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დააკავეს.
აქციის მონაწილეები ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მათ ასევე,  ეკონომიკის სამინიტროში შესვლა დააპირეს, თუმცა ამის საშუალება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა და იმ საცხოვრებელი ფართობის დაკანონება იყო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.
ამ დროისთვის სამინისტროსთან სიტუაცია განმუხტულია. თუმცა ადგილზე სამართალდამცველები კვლავ რჩებიან.

შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებულებს ბრალად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-173-ე მუხლები ედებათ.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობაში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა პირებმა ეკონომიკის სამინისტროსთან მისვლამდე აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან გამართეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics