10:21 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-02 10:33:29, 2834 ნახვა

პოლიტიკა
მოლდოვის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი, იგორ დოდონი თბილისშია

მოლდოვის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი, იგორ დოდონი თბილისშია. დოდონი თბილისში "საქართველო-მოლდოვის სამეგობრო ჯგუფის სამუშაო ვიზიტის" ფარგლებში ჩამოვიდა, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით ტარდება.

 "ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პირველი შეხვედრა ქართულ-მოლდოვური სამეგობრო ჯგუფის, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის საპარლამენტო დიალოგის გაძლიერებას ჩაუყრის საფუძველს. დელეგაციის დღის წესრიგი ასევე მოიცავს შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და ყველა საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელთან" | წერს იგორ დოდონი სოციალურ ქსელში.

 დოდონის თქმით, ვიზიტის მიზანი "მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება და საერთო ინტერესის სფეროებში კოოპერაციის ახალი შესაძლებლობების გამოვლენა".

 მანამდე Watchdog.md-ს დამფუძნებელი, მოლდოველი პოლიტიკური ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში წერდა, რომ საქართველოში ვიზიტს მართავს მოლდოვის საპარლამენტო დელეგაცია, რომლებიც "პრორუსი სოციალისტებისგან" და "რუსი კონსერვატორებისგან" შედგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics