2015-02-13 15:05:45, 657 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადური აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პროექტის - „უმაღლესი განათლება, კვლევა და ბიზნესი - დასაქმებისა და განვითარებისთვის“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია, უმაღლესი განათლების, კვლევისა და ბიზნესის ეფექტური ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებში კვალიფიციური განათლების მიღებას, კვლევითი საქმიანობის წახალისებას და ბიზნესსექტორის განვითარების ხელშეწყობას.
ახალი ინიციატივის ფარგლებში, აღნიშნული უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები ბიზნესკომპანიების საჭიროებების გათვალისწინებით კვლევით საქმიანობას განახორციელებენ.
დღესვე აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტმა პარტნიორ ბიზნესკომპანიებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან