2022-04-29 23:46:00, 2370 ნახვა
სხვადასხვა
მარიუპოლში მოკლეს უკრაინის 14 წლის ოლიმპიური იმედი ალინა პერეგუდოვა
უკრაინის ოლიმპიური მომავალი, რომელსაც დიდ ოლიმპიურ წარმატებებს უწინასწარმატყველებდნენ 14 წლის ალინა პერეგდოვა რუსული დაბომბვის შედეგად, გარდაიცვალა. 14 წლის ალინა პერეგდოვასა და მისი დედის გარდაცვალებას მარიუპოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ალინა არის უკრაინის მრავალგზის ჩემპიონი ძალოსნობაში თავის ასაკობრივ კატეგორიაში. უახლოეს მომავალში მოზარდთა ნაკრებში მოწვევას ელოდა.
"რუსული სამყარო მოვიდა და გაათავისუფლა იგი მომავლისგან", - ნათქვამია მარიუპოლის საკრებულოს ტელეგრამის არხზე.
ალინა სწავლობდა დონეცკის რეგიონალურ სპორტულ კოლეჯში და სერგეი ბუბკას ოლიმპიური რეზერვის სკოლაში.
უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ძნელია სიტყვების პოვნა სამძიმრის გამოსახატავად ყველასთვის, ვინც მას იცნობდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,