10:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 00:13:59, 1624 ნახვა

სამხედრო
ჯენ ფსაკი- უკრაინაში ერთი რუსულ ტანკზე 90 ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მოდის

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ საღამოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა მომავალში უკრაინას იარაღი მიაწოდოს.

"იარაღის მიწოდება თითქმის ყოველდღე ხდება. სულ რაღაც ორი დღის წინ ჩვენ გამოვაცხადეთ ჯაველინების 100 მილიონი დოლარის გადაზიდვა, კრიტიკული იარაღი, რომელსაც უკრაინელები ეფექტურად იყენებენ რუსებთან საბრძოლველად, საპასუხოდ და თავიანთი ქვეყნის დასაცავად", - თქვა მან.

მისი თქმით, თუ გავითვალისწინებთ აშშ-ს მოკავშირეების წვლილს, მაშინ დასავლური ტანკსაწინააღმდეგო სისტემების თანაფარდობა უკრაინაში რუსულ ტანკებთან იქნება 90:1.

"უკრაინის ლიდერები გვეუბნებიან, რა სისტემები სჭირდებათ. ხშირად ისინი აწვდიან სიებს. ჩვენ ამ სიებს ვამოწმებთ, რათა გავიგოთ, რა შეგვიძლია მივაწოდოთ. ჩვენ ვაკმაყოფილებთ მოთხოვნების დიდ უმრავლესობას", - თქვა მან.

ფსაკის სრული ბრიფინგი ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ. ის იწყება 1 საათი 45 წუთი დროის კოდით.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics