2022-03-27 13:21:22, 1082 ნახვა
სამხედრო
უკრაინელებმა ჩერნობაევკას აეროპორტში რუსების ტექნიკა მე-11-ჯერ გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ჩერნობაევკას აეროპორტში მე-11-ჯერ დაარტყეს, სადაც რუსი დამპყრობლები სამხედრო ტექნიკას ინახავენ.
ამის შესახებ 27 მარტს პრეზიდენტის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
"უკვე, ძვირფასო. 11:0, დღეს ღამით) სხვათა შორის, მელიტოპოლის აეროდრომი თავდაჯერებულად ეწევა ჩერნობაევკას. 4:0. დღეს", - წერს ის.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩერნობაევკაში გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის მეორე გენერალი - სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გენერალური სამხედრო არმიის მეთაური იაკოვ რეზანცევი.
ერთი დარტყმით უკრაინელმა არტილერისტებმა რუსებს ამ დაპყრობილ აეროპორტში არანაკლებ 14-16 შვეულმფრენი გაუნადგურეს, რაც საუკეთესო საბრძოლო ეფექტიანობაა ნებისმიერი ომისთვის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,