2020-04-06 16:50:08, 13155 ნახვა
ომი უკრაინაში
ესპანეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა თითქმის 15% ჯანდაცვის სფეროს მუშაკია
კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მცირდება ესპანეთის თითქმის ყველა რეგიონში, მაგრამ დაინფიცირებულთა თითქმის 15% ჯანდაცვის სფეროს მუშაკია.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღე გავიდეს ამ ტენდენციის დასადგენად, მაგრამ მონაცემები საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რომ კოროვირუსული პანდემიის ზრდის ტემპი მცირდება პრაქტიკულად ყველა რეგიონში”, - ამის შესახებ მარია ხოსე სიერამ, ქვეყნის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
„დაახლოებით 19 400 ესპანელი ჯანდაცვის მუშაკი, მათ შორის ექიმები და ექთნები დაინფიცირდნენ კორონავირუსით“, - დასძინა სიერამ.
ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის მუშაკები ესპანეთში ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის თითქმის 15% -ს შეადგენენ.
ფოტო: David Arquimbau
ავტორი: ექსპრესნიუსი,