11:56 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-14 16:19:04, 2066 ნახვა

სამართალი
კოდაში, ურთიერთშელაპარაკებისას, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა

პროკურატურის ინფორმაციით, სოფელ კოდაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც ურთიერთშელაპარაკების დროს, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, პროკურატურამ გამოძიება მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე დაიწყო.

"ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა).

ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ 13 აპრილს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში მდებარე ერთ-ერთ ავტო სამრეცხაოს ტერიტორიაზე, ურთიერთ შელაპარაკების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ბეტონის საფარის მიმართულებით და სავარაუდოდ, ბეტონის საფარის ანასხლეტით ერთმა პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს, იკითხებიან მოწმეები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამ ეტაპზე სისხლის სამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ დაწყებულა", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics