12:54 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 11:27:55, 1540 ნახვა

ომი უკრაინაში
იაპონიაში, განკურნებულ პაციენტს კორონავირუსი მეორეჯერ დაუდგინდა

იაპონიაში კორონავირუსით დაავადებულ პაციენტს, რომელიც 14 დღიანი კარანტინის შემდეგ განიკურნა და სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა , კორონავირუსიზე  მეორე ტესტირების შემდეგ ვირუსით ინფიცირება კვლავ დაუდგინდა. 


70 წლის მამაკაცი, საკრუიზო გემზე " Diamond Princess"-ზე თებერვალში დაავადდა. "Daily Mail"- ის ცნობით , იგი ტოკიოს საავადმყოფოში მკურნალობა 14 დღის განმავლობაში, ხოლო 2 მარტს, მას შემდეგ რაც ვირუსზე ტესტირებამ უარყოფითი პასუხი აჩვენა იგი სახლში დაბრუნდა. 
რამოდენიმე დღის შემდეგ, 12მარტს მან თავი შეუძლოდ იგრძნო, ჰქონდა ტემპერატურა 39 გრადუსი, რის გამოც განმეორებით ჩაუტარდა ვირუსზე ტესტირება, რომელმაც დაადასტურა, რომ იგი კვლავ დაავადებული იყო კორონავირუსით. 

ეს არ არის პირველი შემთხვბევა როდესაც პაციენტს "ხელახლა" დაუდგინდა ვირუსის არსებობა. მსგავსი დიაგნოზი იაპონიაში, ინფიცირებულ ქალს დაუსვეს, რომელიც ორ კვირიანი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა. 
სპეციალისტები ვარაუდობენ რომ , პაციენტის ანალიზები შეიძლება ცდებოდნენ. მაიმუნებზე ჩატარებული ცდები, რომელიც 16 მარტს გამოქვეყნდა, საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ცხოველებს ვირუსზე იმუნიტეტი გამოუმუშავდათ ლაბორატორიაში დაინფიცირების შემდეგ, რაც მეორედ დაინფიცირებას გამორიცხავს. 


დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსით 173 200 ადამიანი დაინფიცირდა, 6 640 კი დაიღუპა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics