2015-06-19 00:49:44, 1596 ნახვა
Lifestyle
ირაკლი ღარიბაშვილი კერძო სექტორის უპრეცედენტო აქტივობას მიესალმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კერძო სექტორის უპრეცედენტო აქტივობას მიესალმება, - საბანკო სექტორის ინიციატივას, დაზარალებული მოსახლეობისთვის სამომხმარებლო სესხების ჩამოწერის შესახებ, მთავრობის მეთაური საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
პრემიერმა ასევე, განსაკუთრებით აღნიშნა „ვითიბი ბანკი“, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების სპეციალურ ფონდში გასული წლის მოგების 1%-ს, 209 000 ლარს გადარიცხავს.
„ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მადლობას ვუხდით კერძო სექტორს უპრეცედენტო აქტივობისთვის, იქნება ეს საბანკო სექტორი თუ სხვა კომერციული სტრუქტურები, რომლებიც ძალიან დიდ სოლიდარობას იჩენენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან