2015-01-20 15:51:21, 1200 ნახვა
სამართალი
იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქმე გაზნრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა
ური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრი პროკურატურა ავრცელებს.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით არის აღძრული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ დროისთვის პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე ააფეთქეს. ტელეკომპანიის ცნობით, იური ვაზაგაშვილი მაშინ ააფეთქეს, როდესაც ის გარდაცვლილი შვილის საფლავზე ყვავილებს ცვლიდა. არსებული ინფორმაციით, დანაღმული საფლავი იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან