14:23 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 17:13:13, 4276 ნახვა

სპორტი
თალაკვაძე ჭიჭინაძის გარიცხვაზე: არსებობს ელემენტარული თამაშის წესები, რომლის დარღვევის უფლებასაც არავის მივცემთ

„როცა შენი გუნდის წინააღმდეგ აღმოჩნდები შეტევაში, არ უნდა გაგიკვირდეს თუ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მანა აღნიშნა, თუ მომავალში მსგავს შემთხვევებზე პასუხი კიდევ უფრო მკაცრი იქნება.

 „არსებობს ელემენტარული თამაშის წესები, პრინციპები, რომლის დარღვევის უფლებასაც არავის მივცემთ. თუ ეს გამეორდება მომავალში, იქნება კიდევ უფრო მკაცრი პასუხი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics